Saturday, May 15, 2010

დავხოცოთ პიდარასტები

ჩაცმული ვზივარ მეგობრები უნდა შევკრებილიყავით გასავლელად როგორც გავემზადე თბილსიდან ახლობელი შემოვიდა სკაიპში და დაველაპარაკე. დავიშოკე. ბავშვი 15 წლის არის და 3 თავგადაპარსული ნაცისტი დამდევს მოსაკლავადო, პიდარასტს მეძახიან ჩემი სტილის გამოვო (სტილში იგულისხმება მისი გრძელი თმები).
თუ ბიჭს თმები აქვს გაზრდილი პიდარასტია? და თუ "პიდარასტია' უნდა დავხოცოთ? ახლადგამოჩენილი რუსეთის/ბოზი ორგანიზაციები თავის მისიას აგრძელებენ როგორც ჩანს. ეგ ნათელია ყველასათვის საიდან მოდიან და ვინ კვებავთ. მაგრამ ჩვენი პრობლემა მარტო ეგენი რომ იყვნენ რაღა გვიჭირდა. მე ქართულ მენტალიტეტზე მაქვს ლაპარაკი, რა ეშველება მას. რამდენი საუკუნე დასჭირდება ქართველ ერს საიმისოდ რომ საკუთარ ცხოვრებას მიხედონ სხვისის ჯოჯოხეთად ქცევის ნაცვლად.
წავედი მე უნდა გავიდე თორემ გავივლი კედლებზე. ამ პოსტს ჩამოვაყალიბებ რომ დავბრუნდები

Wednesday, May 5, 2010

წავედი მე საბოდიალოდ ნიუორკში. ისეთი კარგი ამინდია სახლში ვერ ვჩერდები.

Thursday, April 29, 2010

camping

სურათებიც მოვიდა. გასულ ვიქენდზე მეგობრებთან ერთად ტყეში კოტეჯები დავიქირავეთ სამი დღით. არაჩვეულებრივი დრო გავატარე თუ იმას არ ჩავთვლი რომ პირველ დღეს დაგვავიწყდა დარეკვა ოფისში რომ გასაღები დაეტოვათ და გარეთ ძილი მომიწია უკუნით ღამეს ტყეში. ვიჩხურე, ვიბუზღუნე, ფანჯრის ამოღებაც კი ვცადეთ მაგრამ ტყეში გათენება მოგვიწია აი ასე სურათს დავდებ ეს გამთენიაა უკვე ))
სანამ გვეღვიძა კი კარგი იყო ცეცხლთან








დილით ტბაზე ჩავედი



და აი ამ ულამაზეს ყვავილიან ხეებში ავღმოჩნდი.

Followers